你好!nǐ hǎo · გამარჯობა

ერთად გავიაროთ გზა პირველი „გამარჯობიდან“ თავისუფალ საუბრამდე.

ჩინური არც ისე „ჩინურია“, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

ისწავლე ჩინური ონლაინ — ცოცხალი, ინტერაქციული გაკვეთილებით.

მანდარინის მასწავლებლის ანიმაციური პერსონაჟი, რომელიც მანდარინს ეყრდნობა

Qiān lǐ zhī xíng, shǐ yú zú xiàდიდი გზა პატარა ნაბიჯით იწყება

გოგონა კაფეში ჩინურად უკვეთავს: „请给我一杯美式咖啡。“
怎么学როგორ ვსწავლობთ

პრაქტიკული გაკვეთილები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგება

კურსის განმავლობაში შეისწავლი ლექსიკას, გრამატიკას, გამოთქმასა და იეროგლიფებს და შეძლებ მათ გამოყენებას ყოველდღიურ სიტუაციებში.

书

ჩინური ნაბიჯ-ნაბიჯ

ვსწავლობთ ინტერაქციული სლაიდებით, რომლებზეც ყველაფერი ქართულადაა ახსნილი — რომ ახალი მასალა მარტივად გაიგო და ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისო.

听

მოუსმინე, უყურე, წაიკითხე

ვიდეოები, აუდიოჩანაწერები და ტექსტები დაგეხმარება, ჩინურს ყური შეაჩვიო და ნაცნობი სიტყვები სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენო.

说

სიტყვებიდან საუბრამდე

ვვარჯიშობთ გამოთქმაში, ვსაუბრობთ ყოველდღიურ თემებზე და ნასწავლს მაშინვე ვიყენებთ — რომ ჩინურად რაც შეიძლება მალე ამეტყველდე.

玩

ისწავლე აქტიურად და ხალისით

ერთად, წყვილებსა თუ მცირე ჯგუფებში — გაკვეთილებზე აქტივობები ისეა დაგეგმილი, რომ საუბარში ყველა ჩაერთოს.

茶

გაიცანი ჩინეთი ენის მიღმა

აღმოაჩინე თანამედროვე ჩინეთის ყოველდღიურობა, ტრადიციები და კულტურა — უკეთ გაიგე არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ადამიანებიც, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ.

老师მასწავლებლები

ვინ გასწავლის?

ქაახსნის ენა: ქართული

ქართველი მასწავლებლები

ჩინეთში მიღებული ცოდნა, ქართულად ახსნილი

ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები გრამატიკას, გამოთქმასა და რთულ საკითხებს ქართულად აგიხსნიან.

中ახსნის ენა: ინგლისური

ჩინელი მასწავლებლები

ჩინური ენის სწავლება მათი სპეციალობაა

განათლება ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს. დაგეხმარებიან გამოთქმის დახვეწასა და ბუნებრივ საუბარში.

გაკვეთილები ინგლისურადაა, ამიტომ ინგლისურის გაგება აუცილებელია.

გაიცანი ჩვენი გუნდი

上课გაკვეთილების ფორმატი

ისწავლე სახლიდან გაუსვლელად

ონლაინსადაც შენ ხარ

შემოგვიერთდი სახლიდან, მოგზაურობიდან თუ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან — მთავარია, ინტერნეტი გქონდეს!

1–1.5 სთდრო ჩინურისთვის

ახალი მასალა, საუბარი და ვარჯიში — ბალანსით, რომ ცოდნაც შეგემატოს და ენერგიაც შეგრჩეს.

ჩანაწერირომ არაფერი გამოგრჩეს

თუ გაკვეთილს ვერ დაესწრები, ვიდეოჩანაწერს შენთვის მოსახერხებელ დროს ნახავ.

მასალებიჩვენგან შენ

ყველა საჭირო სასწავლო მასალას გამოგიგზავნით — შენ მხოლოდ სწავლის სურვილი მოიტანე!

გოგონა სახლიდან ონლაინ გაკვეთილზე, ლეპტოპზე ჩინური „你好“
评价შეფასებები

რას ამბობენ ჩვენი მოსწავლეები

სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მოსწავლეებს პერიოდულად ვუგზავნით კითხვარებს. აქ განთავსებული შეფასებები სწორედ მიღებული პასუხებიდანაა.

კურსში ყველაზე მეტად, პირველ რიგში, სწავლის ხარისხი მომეწონა. მართლა არ მოველოდი ასეთ მოკლე დროში ამდენის სწავლას, რაც მარი ლაოშის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მომწონს მისი მიდგომა მოსწავლეებისადმი; ჩართვის დროს საერთოდ არ ვარ დაძაბული და არ „მიტყდება“ შეცდომების დაშვება. გაკვეთილზე თავისუფლად ყოფნა პროდუქტიული სწავლის წინაპირობაა. მოკლედ, ჩინურის სწავლის პროცესი არც ისეთი ჩინურია მარი ლაოშის დამსახურებით.
ქეთევან ფაცაცია
გაკვეთილების მსვლელობისას ყოველთვის მეგობრული გარემოა, რაც საუკეთესოა ნებისმიერი საკითხის უკეთ და თავისუფლად გაგებაში.
ანი ყვავილაშვილი
ყველაფერი ძალიან მარტივად ამიხსნეს. საუკეთესო დავალებები არის შერჩეული ცოდნის განსამტკიცებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა გაკვეთილის შემდეგ შედეგის დანახვით.
ლალი კახურაშვილი
ნანა ლაოშის აქვს საუკეთესო და ამომწურავი პასუხები, ახსნის უნარი და არის ყურადღებიანი.
ლიზა ლატარია
მასწავლებელი ისე კარგად ხსნის, რომ ძალიან მიადვილდება ჩინურის სწავლა!
თამარი მელიქიშვილი
ყველაფერი მომეწონა. მეგონა ონლაინ ზუსტად ვერ გავიგებდი სიტყვებს, თუმცა პირიქით აღმოჩნდა.
შორენა ბლიაძე
价格სწავლების საფასური

აირჩიე ფორმატი, რომელიც შენს მიზნებს ერგება

სტანდარტული ჯგუფი

მაქსიმუმ 10 მოსწავლე
200₾/ თვე

თუკი მეცადინეობისთვის მოტივაცია გჭირდება — ეს ფორმატი შენთვისაა! გაკვეთილებზე ერთად ვივარჯიშებთ, წყვილებსა და მცირე ჯგუფებში ვისაუბრებთ, მოვაწყობთ შეჯიბრებებს და ერთმანეთს სწავლის მოტივაციას შევმატებთ.

აირჩიე

ინდივიდუალური

1:1 ფორმატი
400₾/ თვე

მთელი გაკვეთილი შენია — პირველი კითხვიდან ბოლო სავარჯიშომდე. მასწავლებელთან პირისპირ სწავლობ საკუთარი ტემპით: ნაცნობ მასალას სწრაფად გაივლი, რთულ საკითხებს კი იმდენ დროს დაუთმობ, რამდენიც გჭირდება.

აირჩიე

არ ხარ დარწმუნებული? დაიწყე სატესტო გაკვეთილით

გაიცანი მასწავლებელი და ჩვენი სწავლების სტილი, სანამ კურსს აირჩევ.

  • ინდივიდუალური
  • 1 საათი
  • 50₾
სატესტო გაკვეთილზე ჩაწერა

ყველა ფორმატში შედის სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული და დამატებითი მასალები.

测试დონის ტესტი

შეამოწმე შენი ჩინური

უპასუხე 15 მოკლე კითხვას — მარტივიდან რთულისკენ. რამდენიმე წუთში გაიგებ, რომელი ჯგუფი შეესაბამება შენს ცოდნას.

报名 🍊

რეგისტრაცია

გვიხარია, რომ ჩინური ენით დაინტერესდი და მისი შესწავლა ჩვენთან გადაწყვიტე. შეავსე ფორმა და მალე დაგიკავშირდებით.

სასურველი დრო
აირჩიე მასწავლებელი

ფორმა ჯერ სატესტო რეჟიმშია — მონაცემები არსად იგზავნება.

კურსების წესები და პირობები

ვერსია 1.0 · ძალაშია 1 ოქტომბერი 2026-დან · PDF

1. რეგისტრაცია და სწავლის საფასური

კურსზე რეგისტრაციის შემდეგ ადმინისტრაცია მოსწავლესთან ათანხმებს სწავლების ფორმატს, დონესა და გაკვეთილების გრაფიკს.

სწავლის საფასური განისაზღვრება არჩეული ფორმატის მიხედვით:

  • სტანდარტული ჯგუფი — მაქსიმუმ 10 მოსწავლე — 200 ლარი თვეში;
  • მცირე ჯგუფი — მაქსიმუმ 5 მოსწავლე — 280 ლარი თვეში;
  • ინდივიდუალური სწავლება — 400 ლარი თვეში.

სწავლის საფასური იხდევა ყოველთვიურად, წინასწარ, ყოველი ახალი სასწავლო თვის დაწყებამდე 5 დღით ადრე.

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

თუ მოსწავლე სწავლას თვის განმავლობაში იწყებს, პირველი თვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დარჩენილი სასწავლო პერიოდის შესაბამისად.

გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს, მოსწავლის ადგილი ჯგუფში აღარ შეინარჩუნოს.

2. ჯგუფის ფორმირება

ჯგუფური სწავლების დაწყების თარიღი დამოკიდებულია შესაბამისი ჯგუფის დაკომპლექტებაზე.

თუ რეგისტრაციისა და თანხის გადახდის შემდეგ სკოლა გონივრულ ვადაში ვერ შეძლებს შესაბამისი ჯგუფის შეთავაზებას, მოსწავლეს შეუძლია:

  • დაელოდოს ახალი ჯგუფის ფორმირებას;
  • აირჩიოს სხვა შესაბამისი ჯგუფი ან ფორმატი;
  • ან მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.

ჯგუფის დაწყების შემდეგ ერთი ან რამდენიმე მოსწავლის მიერ სწავლის შეწყვეტა არ იწვევს მიმდინარე ჯგუფის ავტომატურად გაუქმებას.

3. თანხის დაბრუნება

გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, თუ:

  1. სკოლა ვერ სთავაზობს მოსწავლეს წინასწარ შეთანხმებულ და მისაღებ სასწავლო ფორმატს ან გრაფიკს;
  2. ჯგუფური კურსი ვერ იწყება სკოლის მიზეზით და მოსწავლეს აღარ სურს ახალი ჯგუფის ფორმირების ლოდინი;
  3. თანხის დაბრუნების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.

კურსის დაწყების შემდეგ, მოსწავლის პირადი მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკვე გადახდილი მიმდინარე თვის საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

განსაკუთრებული გარემოების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

4. გაკვეთილების ხანგრძლივობა

  • ინდივიდუალური გაკვეთილი გრძელდება დაახლოებით 1 საათი;
  • ჯგუფური გაკვეთილი გრძელდება დაახლოებით 1.5 საათი, ჯგუფის ფორმატისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით.

5. გაკვეთილების გრაფიკი

გაკვეთილების გრაფიკი წინასწარ თანხმდება ადმინისტრაციასთან და არის ფიქსირებული.

გრაფიკის ხშირი ცვლილება შეუძლებელია, განსაკუთრებით ჯგუფური სწავლების შემთხვევაში.

ინდივიდუალური გაკვეთილების გრაფიკის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებელსა და ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით.

6. გაცდენა მოსწავლის მხრიდან

ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში მოსწავლეს აქვს თვეში ერთი საპატიო გაცდენის უფლება, რომლის შესახებაც მან წინასწარ უნდა აცნობოს მასწავლებელს ან ადმინისტრაციას.

საპატიოდ გაცდენილი გაკვეთილი უნდა აღდგეს იმავე სასწავლო თვის განმავლობაში, მასწავლებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს.

თუ გაკვეთილის აღდგენა იმავე სასწავლო თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსწავლის მიზეზით, გაკვეთილი ჩატარებულად ჩაითვლება და მომდევნო თვეში არ გადაიტანება.

თუ მოსწავლე შეთანხმებულ აღდგენის გაკვეთილს არ დაესწრება, აღნიშნული გაკვეთილიც ჩატარებულად ჩაითვლება და განმეორებით აღდგენას აღარ დაექვემდებარება.

ინდივიდუალური სწავლებისას თვეში ერთი საპატიო გაცდენის გარდა, მოსწავლის მიზეზით გაცდენილი სხვა გაკვეთილები ჩატარებულად ითვლება და მათი აღდგენა არ ხდება.

ჯგუფური გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გაკვეთილი არ აღდგება — მოსწავლეს, შესაძლებლობის არსებობისას, გადაეცემა გაკვეთილის ვიდეოჩანაწერი და შესაბამისი სასწავლო მასალა.

7. დაგვიანება

მოსწავლე ვალდებულია, გაკვეთილზე დროულად გამოცხადდეს.

თუ მოსწავლე ინდივიდუალურ გაკვეთილზე 15 წუთზე მეტით აგვიანებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, მასწავლებელს უფლება აქვს, გაკვეთილი გაცდენილად ჩათვალოს.

დაგვიანების გამო გაკვეთილის დასრულების დრო არ გადაიწევს.

8. მასწავლებლის მიერ გაუქმებული გაკვეთილი

თუ გაკვეთილი ვერ ჩატარდა მასწავლებლის ან სკოლის მიზეზით, სკოლა უზრუნველყოფს:

  • გაკვეთილის აღდგენას სხვა დროს; ან
  • შესაბამისი გაკვეთილის სხვა შეთანხმებული ფორმით კომპენსირებას.

მასწავლებლის მიზეზით გაუქმებული გაკვეთილი მოსწავლეს არ ეკარგება.

9. მასწავლებლის ცვლილება

სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მასწავლებელი.

„მანდარინის“ ყველა მასწავლებელი შერჩეულია სკოლის მიერ განსაზღვრული პროფესიული და ხარისხობრივი კრიტერიუმების შესაბამისად.

მასწავლებლის ცვლილების შემთხვევაში სკოლა მაქსიმალურად შეეცდება სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას.

10. ოფიციალური დასვენების დღეები

სკოლაში დასვენების დღეებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ოფიციალური სახელმწიფო დასვენების დღე.

თუ მოსწავლის გაკვეთილი ემთხვევა ოფიციალურ სახელმწიფო დასვენების დღეს, აღნიშნული გაკვეთილი ჩატარებულად ითვლება, აღდგენას არ ექვემდებარება და სწავლის საფასური არ მცირდება.

11. გაკვეთილების ვიდეოჩანაწერი და ხარისხის კონტროლი

სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლამ შეიძლება პერიოდულად განახორციელოს ონლაინ გაკვეთილების მონიტორინგი ან ვიდეოჩაწერა.

ვიდეოჩანაწერები შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  • გაცდენილი ჯგუფური გაკვეთილის მოსწავლისთვის გასაზიარებლად;
  • სწავლების ხარისხის შიდა მონიტორინგისთვის;
  • მასწავლებლების პროფესიული უკუკავშირისთვის.

ჩანაწერები არ გამოიყენება საჯარო ან სარეკლამო მიზნებისთვის მოსწავლის ცალკე თანხმობის გარეშე.

ჩანაწერებზე წვდომა შეზღუდულია და ისინი ინახება მხოლოდ საჭირო პერიოდის განმავლობაში.

პერსონალური მონაცემებისა და ვიდეოჩანაწერების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

12. ონლაინ გაკვეთილზე დასწრების პირობები

მოსწავლე პასუხისმგებელია, ონლაინ გაკვეთილს შეუერთდეს ისეთი გარემოდან, სადაც შეუძლია სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

რეკომენდებულია:

  • სტაბილური ინტერნეტკავშირი;
  • მოქმედი მიკროფონი;
  • მშვიდი გარემო;
  • საჭირო სასწავლო მასალების მომზადება.

მოსწავლე არ უნდა დაესწროს გაკვეთილს ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მას ან სხვებს, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვისას.

მასწავლებელს უფლება აქვს, მოსწავლეს სთხოვოს კამერის ჩართვა, როდესაც ეს საჭიროა გამოთქმის, იეროგლიფების, აქტივობის ან ეფექტური კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებულ შემთხვევაში კამერის გამორთვა დასაშვებია მასწავლებელთან შეთანხმებით.

13. კომუნიკაცია მასწავლებელთან

მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სწავლების პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი კომუნიკაცია.

გაკვეთილის მიღმა შეტყობინებებზე პასუხის გაცემა ხდება გონივრულ ფარგლებში და მასწავლებელი არ არის ვალდებული, მუდმივად იყოს ონლაინ ან უპასუხოს დაუყოვნებლივ.

ადმინისტრაციულ საკითხებზე მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.

14. სასწავლო პროგრესი

სკოლა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველა მოსწავლე კონკრეტულ ენობრივ დონეს ერთსა და იმავე ვადაში მიაღწევს.

სწავლის შედეგი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის:

  • გაკვეთილებზე რეგულარულ დასწრებაზე;
  • დავალებების შესრულებაზე;
  • დამოუკიდებლად მეცადინეობაზე;
  • მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპსა და მოტივაციაზე.

მასწავლებელი მოსწავლეს მაქსიმალურად დაეხმარება პროგრესსა და სასწავლო მიზნების მიღწევაში.

15. სასწავლო მასალები

კურსისთვის საჭირო ძირითადი სახელმძღვანელოები და დამატებითი ციფრული მასალები მოსწავლეს მიეწოდება სკოლის მიერ.

სკოლის მიერ შექმნილი სასწავლო მასალების მესამე პირისთვის გავრცელება, გაყიდვა ან საჯაროდ გამოქვეყნება დაუშვებელია სკოლის წინასწარი თანხმობის გარეშე.

16. ქცევის წესები

მოსწავლე ვალდებულია პატივი სცეს მასწავლებელსა და ჯგუფის სხვა წევრებს.

დაუშვებელია:

  • შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული კომუნიკაცია;
  • გაკვეთილის სისტემატურად ხელის შეშლა;
  • სხვა მოსწავლეების პირადი ინფორმაციის გავრცელება;
  • გაკვეთილის ან მისი მონაწილეების უნებართვოდ ჩაწერა და გავრცელება.

სერიოზული ან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს, შეწყვიტოს მოსწავლისთვის მომსახურების გაწევა.

17. საინფორმაციო კომუნიკაცია

რეგისტრაციისას მოსწავლე შეიძლება დაეთანხმოს სკოლის სიახლეების, ახალი კურსების, შეთავაზებებისა და სხვა საინფორმაციო კომუნიკაციის მიღებას.

ასეთი კომუნიკაციის მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

18. წესების ცვლილება

სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში განაახლოს წესები და პირობები.

არსებითი ცვლილების შემთხვევაში მოსწავლეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი.

რეგისტრაციითა და სწავლის დაწყებით მოსწავლე ადასტურებს, რომ გაეცნო კურსის წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ.

问答ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა იცოდე სწავლის დაწყებამდე

სად ტარდება გაკვეთილები?

ყველა გაკვეთილი ტარდება ონლაინ, ამიტომ შეგიძლია ისწავლო ნებისმიერი ადგილიდან.

რამდენ ხანს გრძელდება ერთი გაკვეთილი?

ჯგუფური გაკვეთილი გრძელდება დაახლოებით 1.5 საათი, ინდივიდუალური — დაახლოებით 1 საათი.

რა მოხდება, თუ გაკვეთილს გავაცდენ?

ჯგუფური გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გამოგიგზავნით გაკვეთილის ვიდეოჩანაწერს და სასწავლო მასალას. ინდივიდუალურ მოსწავლეს თვეში ერთი საპატიო გაცდენის უფლება აქვს — თუ წინასწარ გაგვაფრთხილებ, გაკვეთილს იმავე თვეში აღვადგენთ.

სახელმძღვანელოს ყიდვა მომიწევს?

არა. ვსწავლობთ HSK-ის ოფიციალური სახელმძღვანელოთი და სამუშაო რვეულით, და ყველა საჭირო მასალას ჩვენ გამოგიგზავნით — დამატებით არაფრის შეძენა არ დაგჭირდება.

შემიძლია ჯერ სატესტო გაკვეთილზე დავესწრო?

კი. სატესტო გაკვეთილი ინდივიდუალურია, გრძელდება 1 საათი და ღირს 50 ლარი. რეგისტრაციის ფორმაში მონიშნე „მსურს სატესტო გაკვეთილი“ და დაგიკავშირდებით დროის შესათანხმებლად.

როგორ ხდება გადახდა?

საფასური თვიურია. გადახდა ხდება წინასწარ — ყოველი ახალი სასწავლო თვის დაწყებამდე 5 დღით ადრე.

რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ?

გაგიზიარებთ ყველა საჭირო დეტალს — ჯგუფის განრიგს, მასწავლებლის ინფორმაციასა და სწავლის დაწყების თარიღს.

რამდენ ხანში ვისწავლი ჩინურს?

პირველი დონის დასრულებას საშუალოდ 3 თვე სჭირდება. შემდგომი პროგრესის ტემპი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე — გაკვეთილებზე რეგულარულ დასწრებაზე, დამოუკიდებელი მეცადინეობის სიხშირეზე, პრაქტიკასა და შენს პირად სასწავლო ტემპზე.

არ ვიცი, რა დონეზე ვარ. რომელი ჯგუფი ავირჩიო?

გაიარე დონის ტესტი — რამდენიმე წუთში გაიგებ, საიდან ჯობია დაწყება. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენც დაგეხმარებით შესაფერისი ჯგუფის შერჩევაში.

社区Facebook ჯგუფი

ისწავლე ჩინური უფასოდ ჩვენს Facebook ჯგუფში

ჯგუფი ღიაა ყველასთვის, ვინც ჩინურს სწავლობს ან სწავლას აპირებს — არ აქვს მნიშვნელობა, „მანდარინის“ მოსწავლე ხარ თუ არა. შემოგვიერთდი უფასოდ და გამოიყენე ჯგუფი სწავლის პროცესში.

შემოგვიერთდი ჯგუფში
  • 问

    კითხვები და პასუხები

    დასვი ნებისმიერი კითხვა და მიიღე პასუხი მასწავლებლებისგან და ჩინური ენის სხვა შემსწავლელებისგან.

  • 职

    ვაკანსიები

    სამუშაო შეთავაზებები, სადაც ჩინური ენის ცოდნა შენი უპირატესობა იქნება.

  • 学

    სწავლა ჩინეთში

    სტიპენდიები, სასწავლო პროგრამები და ჩინეთში სწავლის სხვა შესაძლებლობები.

  • 讯

    სასარგებლო ინფორმაცია

    სიახლეები, რჩევები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ სივრცეში.

视频ჩვენი კონტენტი

ისწავლე ჩინური TikTok-ზეც

მოკლე ვიდეოები ჩინურ ენაზე, კულტურასა და ცხოვრებაზე.

გამოგვიწერე TikTok-ზე
文章ბლოგი

ბოლო სტატიები

რჩევები ჩინეთში სწავლაზე, სტიპენდიებსა და HSK-ზე.

ყველა სტატია →

მზად ხარ პირველი 你好-სთვის?

შეუერთდი ჯგუფს ან დაიწყე ინდივიდუალურად — ჩინური არც ისე „ჩინურია“, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 🍊

დარეგისტრირდი